სხვისი სურნელი

* * *
შენ არაყი ხარ რომლისაც,
ყველას შეუძლია დალევა,
გსურს უპირველეს ყოვლისა,
დღისა და ღამის არევა,

ის, იმ ლიქიორს გაგონებს,
სინჯავენ რომელსაც რჩეულნი,
ვერ ხვდები რატომ არ გამონებს,
ფიქრები მასზე მიჩვეულნი,

მან შენთან, უშენობა არჩია,
შორსაა თუმც გვერდით სახლობს,
ვერ ხვდები რად ამოგარჩია,
ან რად არ გიკარებს ახლოს,

ერთის მხრივ შენთან სწადია,
შენზეა მუდამ მზრუნველი,
შენ ვერ გრძნობ ცხადზე ცხადია,
შენ აგდის სხვისი სურნელი….

Tags: , , , , , , , , , , , ,

Leave a comment