Archive | October 2020

ერთგული მკითხველი და ინსპირაცია ახალი პოსტისთვის

ჩემი ბოლო პოსტი წავიკითხე და ძალიან შევწუხდი.

რა წუწუნა ადამიანი ვიყავი, ასეა მანამ სანამ არ ადგები და არ გადაწყვეტთ, რომ ხვალინდელი დღე ოცნებაა, გუშინდელი წარსული, რპმ ცვლილებები, იწყება დღეიდან!

ის პოსტი გრძელდება ასე:

1) იანვარი დაიწყო კორონას კრიზისით.

2) დაიწყო ბანკის ყადაღითა და ბევრი უსიამოვნებებით.

3) ოჯახი დამიდგა გვერდში ფინანსურად და დავიწყე ახალი ბიზნესი.

4) დავკეტე ძველი ვალები

5) ბინა ვაჩუქე მამიკოს.

6) ახალი ბიზნესი განვითარების გზაზეა.

7) დავიკელი 8 კილო.

8) ვდგები დილის 5საათზე

9) პრიორიტეტები გადავალაგ გადმოვალაგე, ბევრად უფრო თავდაჯერებული გავხდი.

10) დანარჩენ Vს 2021 წელში დავსვამ.

11) გადავედით უფრო იაფფასიან სახლში, რაც მეტ თანხას დამაზოგინებს წელწადში.

12) ირგვლივ ყველა პანიკაშია, მე კი ვგრძნობ როგორ ვუახლოვდები ჩემს მიზნებს.

მჯერა, რომ ცხოვრებაში ერთხელ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ან ვაგრძელებთ ბრძოლას, სისხლის ბოლო წვეთამდე, ან მივდივართ ბრძოლის ველიდან ლაჩრულად, შენს ოცნებებს ახდენას, სხვას უტოვებთ უპირატესობას, ან ვიყენებთ ყველანაირ შესაძლებლობებს, ნებისმიერს!

ცხოვრება მიყვარს, ჩემი ოჯახიც, ჩემი მიღწევებიც და ჩემი მისაღწევი მიზნებიც, რომლის განხორციელების სტრატეგიაც, მისი სისრულეში მოყვანა, უბრალოდ სიამოვნებას მანიჭებს.

ჩემი შეცდომებიც მიყვარს, რომლებიც მრავლადაა, მე ხომ 22 წლიდან ვცდილობ წარმატების მოღწევას, იმ ლეველს ვერ მივაღწიე ჯერ, მაგრამ ვიცი რომ ეს დროის ამბავია მხოლოდ.

ჩემი შეცდომები ყველაზე მეტად მიყვარს, რომ არა ისინი, არ ვიცი რა იქნებოდა!

ყველას კარგ დღეს გისურვებთ.

თუ ამოგივიდათ ყელში ერთფეროვნება, უბრალოდ მიიღეთ გადაწყვეტილება, დაგეგმეთ სტრატეგია, დაიხმარეთ ახლობლები, მიყევით გზას, თქვენ აუცილებლად გამოგივათ!

#ბედნიერი #ბებე🥰