ნორა

ბებია არასდროს მყოლია, თუმცა მყავდა მამაჩემის მამის და, პაპიდა, მაგრამ მაინც ბებიად მოვიხსენიებ, რადგან ბაბუას და იყო…

მისი ცხოვრების მანძილს თუ განვვლით, შემდეგ კი, მოვბრუნდებით უკან და მოვალთ პირველ მაისამდე 2017 წლის, მიხვდებით მის საქციელს..

ამ ქალბატონმქ, 82 წელი განვლო ტანჯვაში, ის არ ნებდებოდა ბოროტ სამყაროს, იყო კეთილი ქალბატონი, რომელზეც აუგს ვერავინ იტყვის! ამბობდა, ცხოვრება იმდენს გამოგიგზავნის, რამდენსაც გაუძლებო! ის იყო ძლიერი ქალი.

მე ის მაგონდება როგორ ვუყვარდი და ამაყობდა ჩემით, ამბობდა ჩემნაირი ხარო, ძლიერიო, მე არ ვარ ძლიერი ნორა, მე შენს სიკვდილს, ვერ გავუძელი და ვერ შევეგუე, ვერ ვეგუები რომ სულს, სიმარტოვეში ღაფავდი, ვერც იმის წარმოდგენას, რაზე ფიქრობდი, სიკვდილის წამებში..  არ ვიცი როგორ გავუძლო იმის წარმოდგენას, რომ ჩემი იმედი არ გქონდა, ცხოვრების მძიმე წუთებში, რომ არ დამირეკე. შენ მოგკლეს, იმ ადამიანებმა, რომელთა იმედიც გქონდა.

სამუდამოდ შემძულდა შენი ოჯახი, შენი შვილები და შვილიშვილები, შენ ვინც მიყვარდი, დამტოვე და თან არც გამაფრთხილე, ისე! რატომ? შენზე ძალიან ნაწყენი ვარ, ძალიან! 😦

ეს ქალბატონი, ლამაზი და სათნო, ყოველთვის რეკავდა დახმარებისთვის, როცა ვინმეს უჭირდა, როცა თვითონ გახდა ავად, მხოლოდ შვილი მოაგონდა, შვილს კი 4 – 5 დღის მერე საკუთარი დედა! 😦

როგორ არ მძულდნენ? 

ვიმედოვნებ, იქ ხარ სადაც ანგელოზები არიან, ვიმედოვნებ რომ კარგად ხარ და გულს არ დავიწყვეტ რომ წახვედი, ნეტავ ვიცოდე რომ კარგად ხარ!

საშინელებაა ადამიანის დაკარგვა მაშინ როცა, ვერც ის უთხარი რომ გიყვარს, ვერც ის რომ გაპატიოს თუ აწყენინე რამე.. 😦
ყოველთვის ვიქნები ისეთი კეთილი როგორიც შენ, ოღონდ ყველასთან ვერა, შენ ყველა გიყვარდა ბე, აბსოლიტურად ყველა! შენი საზიზღარი ოჯახიც გიყვარდა, ჩემო ნორაჩკა, ამ ინტერნეტ სივრცეს არ გასცდება ეს წერილი, ფიქრებში კი მუდამ ხარ და იქნები… განისვენოს შენმა ტანჯულმა სულმა, მარადიულ სასუფეველში ღ-თან, ძალიან მიყვარხარ და მომენატრები ნორ, შენი მომღიმარი სახე ჩემი დანახვისას არასდროს დამავიწყდება, ვწუხვარ რომ ასე გემშვიდობები , უემოციოდ და შორიდან!❤:(

დარჩები გულში, და იმის კუნჭულაში, ჩემო საყვარელო ნორა!❤

Advertisements

შანსი

გქონიათ შეგრძნება, აი ეს საზიზღარი შეგრძნება, როდესაც გრძნობ, შენი ცხოვრების წერისას, კალამი სხვას უჭირავს? და ის სხვაც, ჯიუტად წერს, ის სხვა კინძავს სიტყვებს და ქმედებებს, ოცნებებს გიქარგავს, თბილი ქაშმირის სვიტერს გაცმევს, ოცნების სახლს გიშენებს და თოვლს გითბობს ტერფებთან… გარეთ ბუხარს ანთებს და სულს გიყინავს, არანორმალურ რამეებს სჩადის, შენ კი გარინდული შენს ფიქრებში, ცხოვრებას  ისე მიჰყვები, როგორც ტიტრები ფილმს… 

როდის ხვდებით რომ გაიზარდეთ? როცა დროის კარგვა გენანებათ! როდესაც არასწორე ადამიანთან, დროის კარგვა გენანება… და საერთოდ შენი თავი გენანება, ყველაფერი არასწორისთვის! 😦 თუმცა გაზრდა დაბრძენებას როდი ნიშნავს? ასაკის მატება არ ნიშნავს, რომ უფრო ბრძენი გახდი, ის უბრალოდ მიუთითებს, თუ რამდები წელი განვლე. 

როდესაც ადამიანებს ხვდებით, ადამიანებს რომლებიც არც თქვენს, არც თავის დროს არ აფასებენ, თქვენ კი გული გეწურებათ მათი მოთმინების უნარით, თუ ბავშვური სიჯიუტით! აქ კვდება პირველი ემოციების ტალღა და ჩერდები, კარგავ მას და მერე წლების შემდეგ ნანობ. 

“მე ეს არ მინდოდა მომხდარიყო” ფიქრობ ათობით წლების შემდეგ, თუმცაღა ხვდები, უკვე რაოდენ გვიანია, რამის შეცვლა. 

რჩევა: ნურასოდეს გადადგავთ ნაბიჯს, რომელზეც გული გწყდებათ. გახსოვდეთ რომ: You, only live once! 😣❤

შტორმი

ისე ვერაფერი წაგლეკავს, როგორც ემოციები. შეკავებული და ჩაკეტილი ემოციები, რომლებსაც ყოველდღიურად ებრძვი. 

Birthday Girl 💜💜💜 :(

არსებობს დაბადების დღეზე, ერთი მილოცვა, რომლის მიღებასაც , მთელი გულით ელი! და როცა მოლოდინი და იმედები გიცრუვდება, გულნატკენი ოთახში ჩაიკეტები, ცრემლები კი, გულის კარიბჭისკენ, გზას იკვალავს, ჯერ ღაწვებზე,შემდეგ ლოყებზე, შემდეგ კისერში…. ჯერ ემოციებისგან ხარ გახურებული და გცხელა, შემდეგ წყნარდები და სიცივე, ნაზად გიკრავს გულში.. შენს სხეულს ეუფლება და გამძიმებს.. აი ის ერთი მილოცვა, რომელიც ვერ […]

ნაწილი III

შაბათი, 01/10/16  დღე 15.

მეშინია სიტყვის “აღარასდროს”, სადაც ალბათობის შანსი 0-ი იყო და დარჩება, მაგრამ სიტყვა “ვეღარასდროს” კიდევ უფრო მთრგუნავს, თითქოს არსებობდა შანსი, ვერ გამოიყენე და ეხლა ნანობ. ვეღარასდროს გნახავ? თუ აღარასდროს? თუ იქნებ გნახავ ოღონდ იმიტირებული ღიმილით, სხვა თამაშს ვითამაშებთ, ოღონდ ეს შეხვედრა კი არა, შორიდან დანახვის ტოლფასი იქნება.

მიმძიმს და მწყურია ეს სიმძიმე, რადგან სიმსუბუქე, რომელიც შენ გახლავს; ძალიან ზევით ამიყვანს, მერე კი სიმაღლიდან მოწყვეტით დამანარცხებს რეალობა.. მწარე რეალობის წვეთებს ითვლის ბებე, თვითონ კი რეალობის ოკეანეში ცურავს… რა სულელია ღმერთო, შენ უშველო იქნებ?! 23:13..

კვირა, 02/10/2016 დღე 16.

ტყუილია რომ ამბობენ სიყვარული არსებობსო, არ მჯერა ამ მსუბუქი ნარკოტიკის მარადიულობის, არც მისი არსებობის, თუმცაღა, აქვე ავღნიშნავ მჯერა ღმერთის,მისი ქმედების ტაქტიკაც კი მიყვარს. მისი სამართლიანობა  და მისი ერთგულება. ასეთი რამ, ადამიანებს არ გვახასიათებს, ჩვენ ვღალატობთ, გულს ვტკენთ, მივდივართ, ვტოვებთ. ლამაზად რომ ვთქვა, აზრადაც არ მოგვივა პატიება, როდესაც გაბრაზებულები ვართ, სიამაყე დადგება ყველაფერზე მაღლა და არ ვაპატიებთ! მტკივნეულია თუ არა ეს, არ გვაინტერესებს.. მთავარია ეტკინოს, ინანოს და ამ სინანულში გალიოს ცხოვრება. თუმცა ბრძოლა არ უნდა წყდებოდეს ორს შორის. აზრზე არ ვართ, რა არის ღვთიური სიყვარული და არც არასდროს გვეცოდინება, ჩვენ უბრალო მოკვდავ და სულელ ადამიანებს. მართალი გითხრა, ჩემო კეთილო ვორდპრეს, ადამიანი სანამ მოკვდავია, სიყვარული ნამდვილი არ იარსებებს.. 

თუმცა ჯოჯოხეთს ორი კარი აქვს, ერთს მაშინ აღებ, როდესაც იბადები, მეორე კი მგონი სამუდამოდ დაკეტილი რჩება (თუ კარგი ადამიანი ხარ და ასეთივე კვდები)  მენატრები და წერტილი. 😦

03/10/2016 , ორშაბათი, დღე 17

მე უბრალოდ არ მიხარია, ვერ მეღიმება და ყელში გაჩხერილი ბურთიც იკვალავს გზას ცრემლებისკენ.სული მეწურება და გული მწყდება, თუმცა ვიცი რომ აზრი არ აქვს.

ნეტავ შეგეძლოს, ნეტავ… 

სამშაბათი, დღე 18, 04/10/2016

თთოვლის სიმსუბუქეს გავხარ! მის სიცივეს, მუდამ თან ატარებ და ღმერთმა იცის სულში რა ცეცხლი გიდუღს, რა გიფუფქავს გულ ღვიძლს, რა გიმწარებს გუნებას, რა გტკივა და რა გაწუხებს, მხოლოდ მან იცის, მხოლოდ მან…

 სინათლის სიჩქარეზე, უფრო ჩქარა მტოვებ, ჩემს გულს ჩრდილში ახვევ და მიდიხარ? არა, მე გიშვებ და შენც მიდიხარ, უსახსრო ხარ, რადგან არ იბრძვი. ეს დებილური პროექტი არ უნდა წამომეწყო, ადრე თუ ცოტას ვფიქრობდი, ეხლა რა დებილობასაც ვფიქრობ, ყველაფერს ვწერ და გამოდის, რომ სულ შენზე ვფიქრობ.. 

დანაკარგისგან გამოწვეული სიცარიელე მტკივა! პ.ს. ის ჩემი არც არასდროს არ ყოფილა და რაღაცნაირად ვახერხებ  და ვამბობ რომ დავკარგე? სულელი გოგო ხარ ბებე, უნდა გამოფხიზლდე მალე..

ჯოჯო მოიესის “მე შენამდე”-ს წაკითხვა, უკვე დიდი ხანია მინდა, დღეს სულმა წამძლია და ამ წიგნის კინოეკრანიზაციას ვუყურებ… 

😦 მენატრები! ალბათ მოგხსნი ბლოკს ყველაფრიდან და ულტიმატუმს წაგიყენებ, ან მე? ან შენი დებილური და მოსაბეზრებელი  სამყარო! 😑 რომელშიც ბებე 16 დღეა არ ჩანს😏 ნეტა ვიცოდე რომ გული გტკივა და მოწყენილობისგან სული გეხუთება!😟

სიუჟეტი სევდიანად განვითარდა და ამ წერილით დასრულდა, წერილით რომელიც უილიამ ტრეინორმა, ლუიზა კლარკს მისწერა:

“ჩემზე არ იფიქრო ლუ, უბრალოდ იცხოვრე, განაგრძე ცხოვრება და გამოიყენე შესაძლებლობები, რომლის მონიჭების ფუფუნებაც მომეცა” სიყვარულით შენი ვილი. 

ლუმაც ვერ შეძლო რამე შეეცვალა, და გაუშვა… 😭😭😭
ოთხშაბათი, დღე 19, მონანიება.

თუ ეს ბიჭი მართალია, მაშინ ნამდვილი სიყვარულით შენს საცოლეს უყვარხარ, მე უბრალოდ მჭირდები, რაღაც დოზით, მერე ამ “მჭირდები”ს, ვადა გაუვა და ყველაფერი დამთავრეებულია. . .  სრულიად არაფერს ვნანობ, რადგან ყველაფერს, ისევ ისე გავაკეთებდი,  “პარაშუტიდან გადმოხტომა” ბრაზი, სიცილი, კონკურენცია, შენი ღიმილი?! თითქოს რადიოტალღა ვარ სწორხაზოვანი, შენ კი?  შენ ახშობ სამყაროს, მხოლოდ მუსიკა მოგაქვს, და თბილი ჟუანტელი, ღიმილისას ლოყები გეჩხვლიტება და თვალები აღარ გიჩანს, ისე იღიმები..  

თუმცა, მაგ მოტვლეპილ თავში ღმერთს, ერთი გრამი ტვინი მაინც, რომ ებოძა, რამეს მოახერხებდი. ამ ურთიერთობას ბადალი არ ჰყავს, არც დასაწყისში ჰყოლია, არც დასასრულისას ეყოლება. 

P.s. 

“უბრალოდ ვაგრძელებ ცხოვრებას” შენს გარეშე!

P.s.s. მე სწორი არჩევანი გავაკეთე!

დღე 20. ხუთშაბათი. დილა 07:38

დღეს ბევრი უნდა ვწერო, ვწერო და ვწერო სანამ არ მომბეზრდება.

ბატონო თუ ქალბატონო ვორდპრეს? ნეტავ გოგო ხარ თუ ბიჭი? რახან ცისფერებში ხარ გამოწყობილი, ალბათ უნდა ვიგულისხმოთ რომ ბიჭი ხარ, იქნებ ცისფერიც? ვისი რა საქმეა ვორდპრეს, ჭკუა მაინც არ გაქვს… იმიტომ რომ კაცებს ჭკუა არ გააჩნიათ.. ამბობენ “იქ ააქვთო” მხოლოდო, და რამდენადაც ჩემთვის ცნობილპია, “ის” ადგილი დამოუკიდებლად აზროვნებს, ანუ იქ თუ ტვინის ნატამალი არსებობს, კაცთან კავშირში მაინც არარის. ))

მე ხომ მთის ყვავილი ვარ, შენ კი თივა ბარში.. თივა კი არა, სარეველა ბალახი, მომშხამე, ლამაზი თვალებით და მოტვლეპილი თავით.. წერა მეზარება, დღეისთვის კმარა! 

სასაცილოა ხომ? 21-ე დღეს ანუ ხვალ, მაინცდამაინც ხვალ უნდა გნახო, ბედის ირონიავ! ნეტავ რას ფიქრობ, რას?…

ეძინება მარგალიტს  ხუთშაბათი, 00:37.

https://m.youtube.com/watch?v=huOqr2bXVs8

დამშვიდობების მოსულა ჟამი 🙂 დღე 21, პარასკევი, დილა 08:00.

სამსახურში გავრბივარ, ცალი ხელით ვიცმევ, ცალი ხელით ვწერ, აღარ ვნერვიულობ, არც ჟრუანტელი მივლის, და არც გული მეკუმშება. დავიჯერო ამ პროექტმა  გაამართლა? რა აღმომჩენი ვარ მოკლედ, თურმე ადამიანის დასავიწყებლად, 21 დღეა საჭირო. ამ თემაზე კარგ წიგნს დავწერ, ნამდვილი ბესტსელერი იქნება და მილიონობით ეგზემპლიარს გავყიდი, და რამდენი ქალი მეტყვის მადლობას? ^_^ ან კაციც..

საინტერესოა რომ ამ ერთ უჯრედიანების გარეშე, ჩვენი ცხოვრება, ცოტა მოსაწყენიც კი იქნებოდა გოგოებო. . .. 😏

ესე ვარ რა, შეგუებული უშენობას, და თან გამარჯვების გვირგვინი დავიდგი😏👑 

დღეს ორჯერ გნახე, არაფერი მიგრძვნია, გარდა იმისა, რომ ვუყურებდი ერთ დროს ძალიან კარგ ნაცნობს,  და ამჟამად გადაქცეულ უკვე უცნობს, ვუყურებდი, რომლის არსებობაც ღიმილს მგვრიდა, მართალი გითხრა ბატონო ვორდპრეს, ეს ის ადამიანია, ვინც ჩემი მიძინებული მუზა გააღვიძა… გინდა ლექსი წაგიკითხო? 

“ისე მინდა ძლიერ გიყვარდე, 

გრძნობას ვერ იჭერდრე გულში, 

მინდა უჩემობა გიჭირდეს, 

მინდა სულ გიმძიმდეს სულში, 

შენი გულის ფეთქვას ერთვოდეს, 

ჩემი სუნთქვის რითმებს გრძნობდე, 

ვნატრობ სიცოცხლე თუ არ მეყო, უსასრულობამდე გტრფობდე, 

ისე ძლიერ მინდა გიყვარდე, 

სულსაც  რომ მიჰყიდდე ეშმაკს, 

მინდა თავს ხელში ვერ იყვანდე, 

სუნთქვას სუნთქვა აღარ ერქვას.      

ჩემი მოფერება გათრობდეს, 

დილით გაღვიძებდე მარად, 

მინდა არავისთან არ გთმობდე, 

ვიცი ეს სიცოცხლე არ კმარა,                

ვიცი შენთვის ბრძოლა რთულია, 

რადგან ტრფობა დაკარგულია, 

რადგან სიცოცხლე არ გწყურია, 

რადგან სიტყვა აღარც გული, აღარც სულია. 

 შენთვის მინდა მთელი სამყარო, 

სადაც ერთი, უკვე დიდი ნოლია.”

აღარ ხარ ის ერთი, დიდი ნოლი ხარ, დიდი და საყვარელი ნოლი, რომელიც საოცნებო ერთერთადერთი იყო.. 👌❤🙂

ამით ვამთავრებ პროექტს, ცოტა რთულია გაიგო, შენ გადაგეჩვია მარგალიტი, თუ უშენობას შეეჩვია, თუმცღა სასოწარკვეთამ და სევდამ გაგვიარა…ცხოვრება უფრო მშვიდი, და ნელი ტემპით მიედინება.. 

სულ ეს იყო ! 👑✌

ნაწილი  II

დღე 8.

ყველა იმედი შვებულებაში გავუშვი, ვიცი რომ დავამთავრე შენთან , მაგრამ ყველაფერს, ჩვენს ამ მოვლენას ვუკავშირებ.

ამ სიტყვებმა მომკლა: “მიწა დაღეჭეთ..”

ამაზე მძიმე საფეხურებს გავდივარ ეხლა, მიწას ვღეჭავ და ჯოჯოხეთური მონატრების ქვაბში ვიხარშები… Fffაააქ!!!!!😐

ეხლა არ ვიცი რა მიხაროდეს? შენი მოსვლა? თუ შენი გაშვება?

შაბათი 22:43


დღე 9. კვირა.

სრულიად არაფერი.  მთელი დღის განმავლობაში…



დღე 10. შეგუება. 

გონება ეგუება უშენოდ ყოფნას, შეიძლება ეს 21 დღის ექსპერიმენტი მუშაობს, შეიძლება არა… ყოველშემთხვევაში წაგებული არ დავრჩები თუ შევეგუები, უშენოდ ცხოვრების პერსპექტივას. მენდომებოდი შენ, მაგრამ ფარ-ხმალს ვყრი! 

დავიღალეეე😟 რაც დედა თბილისშია, სახლის საქმეები, კატა, ძაღლი და მათი კვება ჩემზეა… დავუმატოთ ამას სამსახური.. შეიძლება ამანაც დამღალა ან ყველაფერმა ერთად. არ ვიცი. მძულხარ და მენატრები. ორშაბათი, 22:39 26/09/16


დღე 11, სამშაბათი.

 დღესაც ვერაფერს ვფიქრობ შენზე … 23:05 


დღე 12. ვფიქრობ რომ სისულელეა ჩემს დებილურ გრძნობებზე საუბარი? დიდი უაზრობაა და მეტი არაფერი. დღეისთვის ვსო. ოთხშაბათი 00:05


ხუთშაბათი, დღე 13. უბრალოდ ვხვდები, რომ როდესაც ვიცი რომ ჩემი არასოდეს არ იქნები, უფრო მშვიდად მძინავს. მხოლოდ ყრუ გულის ტკივილი. და რაც მთავარია, უფრო ნაკლები იმედგაცრუებაც…☝
 პარასკევი, დღე 14 .

მაგრამ დამოკიდებული ვარ მასზე”.. სამწუხაროდ მე და ჩარლზის საერთო აზრი, ორ შტოდ გაყო ამ წინადადებამ! 

ის დამოკიდებულია მარტოობაზე, მე შენზე, თუმცა ჩვენ სამივე მარტონი ვართ, სიმარტოვით და სევდით აღსავსენი…

შენ ნაგავი ხარ!! და მე მენაგვე, ამაზე ღირსეულ მეტაფორას, ვერავინ მოიფიქრებდა ჩემს გარდა! 😑

ინდერფერენტული, დაღლილი და იმედიანი ბებე.. პარასკევი საღამო 18:38..

ექსპერიმენტული 21  დღე, როგორ დავივიწყოთ მავნე ჩვევა?

რაც არ უნდა სასაცილო იყოს, დღეიდან პოსტის წერას ვიწყებ, რომელშიც 21 დღის განმავლობაში ჩავამატებ ნაწერს, ჩემი ექსპერიმენტი, თეორიას ემსახურება, რომელიც ამტკიცებს, რომ თუ ერთსა და იმავეს, 21 დღის განმავლობაში გაიმეორებ, მაშინ ეს გადაგექცევა ჩვევაში.

მე ერთი ბიჭის დავიწყება მაქვს გადაწყვეტილი, ჩემი გასაზღვრებით ამ 21 დღის შემდეგ მისი ხსენება ისეთივე სისულელე იქნება, როგორიც ნებისმიერი გამვლელის. მაშ ასე

დღე 1.

სინამდვილეში მესამე დღეა, უბრალოდ მისი ფბსკენ მაინც წამძლია სულმა და თავიდან დავიწყებ თქო. ეს ის ადამიანია, რომელიც რაღაცის ძებნაში, ყველაფერს კარგავს. მეც დამკარგა, ყველანაირი გზა მოვკვეთე მასთან მისავალი. 

მისი გაშვება ჩემთვის ტკივილია, ხორციდან გულამდე მტკივა, გულიდან სულს იქით, სადღაც ასტრალს გარეთ, ჩემი ტკივილი გადის და მიდის, მეწვის გრძნობები თუ რამე დამრჩენია. ამით ვამთავრებ ჯერჯერობით. შაბათი 17.09.16. 23:52.

დღე 2.

რას არ მივცემდი ოღონდ კიდევ ერთხელ, მქონდეს შანსი, მოვიდე და მოგეხვიო, მტკივა ეს სიცარიელე, უშენოდ ვაგრძელებ ცხოვრობას და მიკვირს, რა დიდი და რა პატარაა ეს სამყარო, რამდენ ტკივილს იტევს  და რამდენ ტანჯვას? 

სიყვარულისთვის კი ადგილი არასდროს არაა..  არასდროს!! ნეტავ მომწერდე და მკითხავდე როგორ ვარ? ნეტავ გულში რა გიდევს? ნეტავ თუ ფიქრობ ჩემზე?:(( ნეტა ეს ექსპერიმენტი მუშაობს? თუ უბრალოდ სისულელეა?

სისულელეა იმაზე ფიქრიც, რაც არ არსებობს, ილუზიებში ცხოვრებაც კიდევ უფრო დიდი სისულელეა. ეხლა დავიძინებ და ხვალ კიდევ უფრო დიდ სისულელედ მომეჩვენები!😎🖕✌ კვირა, 18/09/16 23:04


დღე  3. იმედგაცრუება და ბრაზი. დღეს მთელი დღე მხოლოდ ამ შეგრძნებებით გავატარე. მინდა გატკინო და ვიცი  ეს როგორც უნდა გავაკეთო, თუმცა ვხვდები რომ ეს ბავშვური ბრაზი, მაშინვე გადამივლის, როგორც კი ცხოვრებას დაგინგრევ, მერე ჩნდება კითხვა, რა იქნება მერე? მერე სხვას მოვეწონები, მეც მომეწონება ის სხვა, და შენ დაგტოვებ, შენს ნაკუწებად ქცეულ ცხოვრებასთან. ასე არ მემეტები: ) რა კეთილი ვარ 😇

ბრაზი, აი რას ვგრძნობდი დღეს მთელი დღე!!!😑 19/09/2016 ორშაბათი.


დღე 4. სიძულვილი.                                    რატომ უნდა განვიცდიდე ამ გრძნობას? ადამიანის მიმართ, რომლის სულსაც და სხეულსაც, ეშმაკივით დავიპატრონებდი? ალბათ, იმიტომ რომ სიმხდალე გამოიჩინა? თუ სიმხდალის გამოჩენას დრო სჭირდება? თუ იქნებ დინებას მიმყოლი თევზია? მეპუება და ამიტომ მძულს, მომყვება და ამიტომ… რა ცუდია თუ ადამიანი ბრძოლის უნარი არ გააჩნია? ან იქნებ არც მოვწონვარ და ტყუილად მძულს?:( ისე, როგორ შეიძლება ადამიანს არ მოვწონდე? ესეიგი უგემოვნოა:/ და თუ ასეა,  კიდევ ერთი მიზეზი რომ მძულდეს!!!🖕😐

მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი!!!! 🖕😐😐😐😐😐😐😐😐😐😐😐😐😐 ამ დღემაც მის გარეშე ჩაიარა, ერთი ბაკალი ღვინის,პიცის ორი სამი ნაჭრისა და უზღვავი რაოდენობის სალათის ჭამის შემდეგ, მივხვდი რომ თუ დროზე არ შევწყვიტე ამაზე ბლუყუნი, ბრიჯიტ ჯონსი მონაგონი იქნება, ჩემთან შედარებით. სხეული ხომ ერთადერთი ადგილია სადაც, სიცოცხლის ბოლომდე ვცხოვრობთ? ხოსა უნდა გავუფრთხილდე. თავი საჰაერო ბუშტი მგონია 😞😓 დღემ წარმატებულად ჩაიარა! რადგან არ იბრძვი, ამიტომ მძულხარ. დასკვნა როგორც ასეთი.. 😞 რა მნიშვნელობა აქვს? ეხლა წყალს გადავივლებ და საწოლში ჩავესვენები, რამოდენიმე საათით, თვალს დავხუჭავ და ისევ შენზე ფიქრი ამაღამ… სამშაბათი,19/09/2016 23:45.


დღე 5. ტირილი მინდა! 😣

დღეს მთელი დღეა ტირილის სურვილით ვმოძრაობ, მოჰყვება ამას ძალით ღიმილის პერსპექტივა, ვცარიელდები და გამოვიშიგნე:( დროის და სივრცის ოსტატი ვარ, ყოველთვის ვიცი როგორ მოვახდინო ლავირება, მაგრამ ამ გამოჩენით და შემდეგ კარების მოხურვით, ყველა ნოტი აირია, ყველა სადავე ხელს მოსძვრა და ქვესკნელისკენ მიექანება. და მე არ ვიცი რა ვქნა, რა გავაკეთო.. ?

რიო კანის – ჰაიკუ

ქურდმა მთვარემ ფანჯარასთან, დამიტოვა თუ ყველაფერი წამართვა, ჩვენი სიყვარული მაინც გონებაში შემომრჩება.

ისე კარგად უკვე აღარაფერი იქნება, მაგრამ შეიძლება უკეთესად იყოს…

ოთხშაბათი . 22:45

დღე 6. სიცარიელე.

შენი არ ვიცი, მაგრამ მთელი კვირა შენზე ფიქრში გავიდა, როგორ მძულხარ, და მგონი შემიყვარდი…. სხვასთან ურთიერთობაც ვცადე, სასაცილოა მაგრამ.მე შენ აგირჩიე, მე არა ჩემმა ქვეცნობიერმა. წინ უნდა წავიდე ვიცი, მაგრამ გავიყინე შენს ველში, თითქოს ერთი პატარა ჯადო ავიკიდე და ვეღარაფერი მშველის !😡😡😡

ხუთშაბათი, 21:00, ბებე ძილისპირულშია..


დღე 7.  გოგონა ორიგამი.

თავი თოჯინა მგონია, მარიონეტი რომელიც, არ მუშაობს და ჯიუტად გაქვავებულა. თუმცა ის გარეგნულად ქაღალდის სათამაშოა, მაინც ქვის გული აქვს, რომელიც ახალაზრდა ყმაწვილმა გაულღვო.. ლამაზი სათამაშო, რომელზეც ხელი არავის არ მიუწვდება.. სისულელეებს ვროშავ? ეს მხოლოდ იმიტომ, რომ გუშინ შეხვედრა მოითხოვე და ვერ მიიღე… მკითხველს შევახსენებ, რომ ბიჭი რომელიც მომწონს, საცოლე ჰყავს, ამიტომ ყველა სოციალური ქსელიდან ამოვშალე და დავბლოკე. აქამდე ეს არ მაწუხებდა, რადგან არც კი მადარდებდა მისი არსებობა, მაგრამ მივხვდი რომ მომწონს და ჯობია არ მომწონდეს…:( რა უსამართლობაააა ღმერთო რა.. მაგრამ არაუშავს ,  всё к лучшему.. 
უბრალოდ, რომ არ ბრუნდებოდე ხოლმე, რომ ვიცოდე რომ არ მოგწონვარ, ასე არ დავიტანჯებოდი…. არც მე მიშვებ და არც საცოლეს? 2 კურდღლის მადევარიო შენზე იქნება.. ან არადა, იმ მეორე კურდღლის გარეშე დააგტოვებ.. მკითხველს ვთხოვდი რჩევას, ქალურს, ბავშვურს .. რამენაირს.. 😦 

გადავწყვიტე 3 ნაწილად გავყო პოსტი, 7 დღეში ერთხელ დავპოსტავ ხოლმე.

პარასკევი, 23/09/16, 17:50 

%d bloggers like this: