რალფ

მისი ცივი, გამჭრიახი გამოხედვა სიცივეს ასხივებს, დარდსა და ომს სულ ჩაუკლავს თვალებში სიცოცხლე. მისი არავის ესმის, ის არავის უყვარს, ამიტომაცაა ასეთი წყალწაღებული ვიგინდარა.

გიყურებს სრული თავაზიანობით, შენ კი იცი რომ თავხედია, გინდა სილა გააწნა, ის კი ”დაბრძანდიო” გთავაზობს.
მის სხეულს ზედმეტად მზის სხივები თუ შეჰხებია, ნამზეურს კი უფრო უნათებს, დიდი და ჭროღა მწვანე თვალები… მისი ნატიფი თეთრი ხელები სისხლითაა მოთხვრილი, ის სასტიკია, სასტიკი და ცივი, როგორც ყინულოვანი კუნძული ანტარქტიდაზე.
საკუთრებას არ სცნობს, სხვის საკუთრებას, თორემ თავისი იცის.
ძლიერია, ამიტომ გრძნობა სიყვარულიც ძლიერად შეუძლია, უცებ გაგატარებს ვნებისა და ტრფობის ქარცეცხლს, გაგიღიმებს, დაგამშვიდებს, წავა.. წავა რომც კვდებოდე, მაგრამ ხომ მოვა? სიტყვას შეასრულებს და მაინც მოვა.

მისი სიყვარული შენთვის არ შეიძლება, უნდა გიყვარდეს დიდხანს და მალვით, ეს კი იმ მდინარეში შეცურვას ჰგავს, ერთ გაცურვად რომ ეწირებიან, აი ასე, შეხვალ სიამოვნებას მიიღებ , თუმცა უკან დაბრუნების შანსი თითქმის არ გაქვს.
გინდა ეხლა ეს შენ? რად გინდა? ისედაც ხანმოკლეა ჩვენი ყოფა…

წვეთები, გარეთ სიცივე.
ქალის აბრეშუმივით ნაზ სხეულზე, მამაკაცის ჯან-ღონით სავსე ხელებმა, იგრძნეს ქალის გულის სუსტი ფეთქვა. მისი მშვიდი სახის ნათებამ, ერთიანად დაამშვიდა ზემოთ ხსენებული ვიგინდარა, დასცქეროდა ქალის მშვენიერ არსებას, ზუსტად ისე როგორც მტაცებელი ნანადირევს.
* * *

-მე შენ შეგიყვარე.
-მე ჩუმი კვნესა, შენ ხმაურიანი ვარამი,
-მე კეთილი საქმე, შენ სასტიკი ბავშვი,
-მე ეს, შენ ის.
ორი საპირისპირო მხარე, ორი დაუსრულებელი ტრაგედია, ორი სიცოცხლე და ერთი სული, ორი არსება და ერთი ოცნება, პირველი შეხვედრა, პირველი ღიმილი და ტკივილი.
-და დღეს რა იქნება?
-ბოლო ამოსუნთქვა.

-პულსი გაუსინჯეთ!!
…ბოროტი, კეთილი, თბილი, ვნებიანი, ხელი გამარტყი..
-გულისცემა იკლებს!!!
…სასტიკი ბავშვი, რომელმაც მიმიკუთვნა,
-აპარატზე შეაერთეთ!!!
პირველად ვხედავა ცივ თვალებში ცრემლს, მეხვეწები დარჩიო,
-საოპერაციოში გაიყვანეთ!!
მომეფერე გთხოვ
შენ დიდი, მე პატარა..

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

Leave a comment