Tag Archive | სიკვდილი

კომა

ქართული კინემატოგრაფია დიდი სისწრაფით მიიწევს წინ, რომ ვთქვა მწვერვალებს იპყრობს თქო, აშკარა სუბიექტური მიდგომა იქნება ჩემი მხრიდან, თუმცა მისი ერთ-ერთი ნამუშევრით გაოცებული დავრჩი. გაოცებული, იმ რეალობის სიზუსტით, რომელიც ფილმშია აღბეჭდილი და რომელიც საზოგადოებისთვის ეხლა და ეხლა ხდება ცნობილი.ikreogk54r

არჩილ ქავთარაძემ და მისმა შემოქმედებითმა ჯგუფმა, შეძლეს და გააღვიძეს იმ სამყაროსა და რეჟიმის, ციხისეული პერიოდი, რომელიც სააკაშვილის ”მეფობის” ჟამს სუფევდა.
ეს ფილმი ციხის გავრცელებულ კადრებამდე, წლინახევრით ადრეა გადაღებული, სიუჟეტი დრამატულია..

safe_image

ერთი უბედური შემთხვევა, პარალელური სამყარო – სახელად ციხე, ავარიის შედეგად ორი დაშავებული, ცემა, სისხლში ამოთხვრილი და თავს ლაფდასხმული შენ, ხელკეტები, დაუსრულებელი ბუტბუტი, ლანძღვა, გინება, ფურთხება. გაჩოქებენ იმისთვის, რომ ერთი ღერი მოწიე, გირტყავენ იმისთვის, რომ ხატებთან ლოცულობ, გისპობენ კომუნიკაციის ერთადერთ წყაროს, გახვედრებენ რომ აქ არ არსებობ. რომ ჭია ხარ და ყოველ წამს შეიძლება გაგთელონ. მერე ფსიქიკა გერყევა, ისე რომ ბადრაგისთვის ყურის მოჭმაზეც მიდიხარ. მერე იშლები, ეცემი სულიერად, ვარდები ფიზიკურად, შეიძლება ეს უკვე სიკვდილია.

ugswu
აქ ჩანს იერარქიული წყობის, ყოველი კიბე. და ბუმერანგის დაუსრულებელი ეფექტი, რომ ”ადამიანების გამოწვრთნა პატარა საქმე არ არის, რომ შეიძლება უარესი მოგივიდეს, რომ ღმერთს არაფერი ავიწყდება”

დანარჩენი თავად ნახეთ!

”ევრიდიკე”

ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ეზოში, არის პატარა, ლამაზად დაპროექტებული თეატრი, ადრე მას ”ვაკის სარდაფი” ერქვა, დღეს კი ”ილიაუნის თეატრია”.

teatri

მშვენიერი მყუდრო გარემოა, სტუდენტები, მუსიკა, სიგარეტის ბოლში გახვეული ჰოლი, მომღიმარი სახეები, ყველაფერი ერთად აღებული ქმნის გარემოს, რომელიც დადებითად გმუხტავს.

დღეს ვიყავი სპექტაკლზე, რომლის ნახვაც გულით მინდოდა.. სპექტაკლი სახელად ”ევრიდიკე”

23366_4466528015161_1262559039_n

ევრიდიკესა და ორფეოსის ისტორია, არ არის უბრალო რომანი, ანდა უბრალო ტრაგედია, ეს ყველა ქალისა და მამაკაცის დამხვრეული ოცნებაა, დაშვებული შეცდომა, ოჯახური პრობლემა, დუსრულებელი კამათი..
სულის სისპეტაკეს მოწყურებულსა და საყვარლების ბრბოში გახვეულს, თავბრუსს ორფეოსის აჟღერებული ვიოლინო ახვევს და ისინი ერთ სულად იქცევიან, სხვადასხვა სხეულში. დასის წევრია, მსახიობი გოგონა, რამოდენიმე საყვრელი ჰყავდა, იცის ასე თუ ისე კაცების ცნობა, იცის.

ბევრი უკირკიტა ევრიდიკემ ორფეოსს, ეუბნებოდა შენ სხვა გიყვარს ჩემში და მე ის ევრიდიკე არ ვარ ვინც შენ გგონიაო, თუმცა არ ათხოვა ყური ორფეოსმა, პირიქით ჯიქურ მოჰხვია ხელი, ჯიქურ შეიგრძნო ძალა და შვება, ვნებები აიშალნენ, ისინი გასხეულდნენ, გერთდნენ, გაითავისეს ერთმანეთი, შეიყვარეს და ეზიზღებოდათ.

ემოციებმა იკლეს, ბინდიც გაიფანტა თვალებიდან, თითქოს აქ დამთავრა ყველაფერი საინტერესო და დაიწყო მომაბაზრებელი ყოველდღიურობა.. ევრიდიკემ ასე ჩათვალა ყოველ შემთხვევაში,; ჰო ფიქრობდა აწი ბედნიერები ვეღარც ვიქნებითო, ყველაფერი უინტერესო, რუტინაში გადაიზრდბაო.
ამ ფიქრებში გართულმა წერილი მიიღო, მისი ბოლო საყვარლისგან. წერილმა იმდენად არ დააღონა რამდენადაც რეალობამ, ორფეოსმა ხომ არ იცოდა რა ხდებოდა ევრიდიკეს ცხოვრებაში მანამ, სანამ მას შეხვდებოდა, არ იცოდა, რადგან ევრიდიკემ ”არ იცოდა როგორ აეხსნა სიტყვებით ისე, რომ გააეგო ” და გაიქცა..

evridike
გარბოდა წინ უსაშველოდ, სანამ სიკვდილმა არ შთანთქა მისი სული…

სიკვდილიი ამშვიდებდა:
” -მე ადამიანების მეგობარი ვარ, მე საწყალი სიკვდილი, რომელიც სულ მარტოა, მიმყავს ადამიანები სიმშვიდესა და სიწყნარეში, ვაძლევ მათ სამუდამო სიმშვიდეს, ეს სიცოცლეა ტანჯვა-წამების საწყისი,ეს სიცოცხლეა რომ გასწავლათ შურსა და მტრობას.. ”

შეყვარებულმა ორფეოსმა, არამარტო მასა დაატყვევა მისი ვიოლინოს არაჩვეულებრივი ჟღერდობით, არამედ სიკვდილიც. სიკვდილსაც კი მოულბო გული და მანაც შანსი მისცა უბედურ წყვილს, ევრიდიკეს სიმართლის გამჟღნებისაა, ორფეოსს შეცდომის გამოსწორების..

როგორ ფიქრობთ, როგორ მოიქცნენ ისინი? უკუაგდეს პატივმოყვარეობა ადა ეჭვი? დაჰგმეს უგუნურება და შინაგანი ეგო? არა ბატონო არა!

ორფეოსი ვერ ივიწყებდა იმას თუ როგორ ეფერებოდა მის სიყვარულს ადრე ვიღაც სხვა, არ მისცა გრძნობებს გაზრდის და წინსვლის საშუალება, ევრიდიკე კი სულ იმეორებდა: ”ვერ ვიტან ქალიშვილობას პათოსითო” , რაც გაყიდულ და შენახულ ქალიშვილობას ნიშნავს, გაყიდულს შეძლებულზე, შენახულს საზოგადოების პატივის მისაღებად..

320943_4538934985290_317281107_n

მე იმ აზრებს ვაფრქვევ, რაც გადმოვიტანე სცენიდან.. ისე კი ყველას ვურჩევდი რომ თავად ნახოს ^_^

”უფალო შეუწყალე”

გაჩენის დღიდან დაგვძახიან ცოდვის შვილები,
პირველი ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა ნანადირევი,
განა არა მაქვს ალესილი დანის პირები,
განა ვერ ვხედავ და ამიტომ არ ვიბღვირები?

ჩემს სიძულვილში იხრჩობოდეს მინდა ყოველი,
ირანელია, არაბი თუ იაღოველი,
ცრემლი დაუშრა, თუმც დედაა შვილის მგლოველი,
აბა მე თქვენგან კარგს, ამის მერე რაღას მოველი?

ჭეშმარიტების გზას აცდენილნი დაიარებით,
ალაჰს შეჰღადით და ჩადრები გადგხურიათ,
ჩვენ კი დავდივართ მამა-პაპანის ნაიარევით,
ჩვენი სიკვდილი თქვენთვის უკვე სამსახურია,

ის გავიწყდებათ, რომ შემოქმედი ქვეყნად ერთია,
არ განსხვავდება ერქვას თუნდაც ალაჰი, ბუდა,
შვილებს გვიხოცავთ და ეს თქვენთვის სულერთია,
თქვენს მძაღ სულებში სატანამ ჩაიბუდა,

და ეს ქვეყანა სადაც გარშემო მხოლოდ მტერია,
სადაც წმინდანებს ულოციათ და სცემდნენ ბალთას,
სადაც ნასროლი ბომბი ან ტყვია, უკვე მტვერია,
რადან უფალი ყოველწამს აფარებს კალთას..

დაზღვევა

მე ერთი სიცოცხლე ვარ!

მე ერთი სიცოცხლე ვარ!

შენ, ჩემი ექიმი ხარ და ყველაფერს აკეთებ, რომ სიკვდილს ჩემი სიცოცხლე გამოსტაცო ხელიდან…

იბრძვი რომ, ჯამრთელი თუ არა, ცოცხალი მაინც დავიბადო. მე შენს სიკეთეს მუცლადმყოფი ვგრძნობ და მადლობის ნიშნად გიღიმი. Read More…