Tag Archive | დედა

უფროსი და

ალბათ ბევრს აქვს ბედნიერება ჰყავდეს უფროსი ძმა, სულ მინდოდა მყოლოდა უფროსი ძმა, მაგრამ ბედმა ცალყბად გამიღიმა და მიბოძა სიამოვნება, მყოლოდა უფროსი დების ორ კაციანი არმია, რომლებიც განუწყვეტლივ ცდილობდნენ მოერგოთ ეს ზოგად საპასუხისმგებლო როლი.

პირველი ჩვენს სიმფსონების ოჯახში მისი აღმატებულება თამო გაჩნდა, პატარა რა სყვარელი იყო ❤ მაგრამ ჟამთა ცვალებადობამ მის ამ გამოხატულებას პირი უყო.
ნუ მის პირველობაზე გამწარებული ერთ წელიწადში მეორე გოგო შემოემატა ოჯახს, ლოყებ ჩაპუტკუნებული ეთო ❤

Copy of сканирование0009

თამო სულ უჭმელი დადიოდა, პატარა წვრილფეხეება, ძლივს დალასლასებდა, უჭმელი განა იმიტომ, რომ არ შიოდა, უბრალოდ მის წილსაც ეთო სანსლავდა. ჭკვიანი იყო თავიდანვე, ერთხელ დედიკოს ას მანეთიანი ნაკუწებად აქცია და მომღიმარი სახით შეურბენინა დავახურდავეო ;|
R5TUYUI
არც ეთოს აკლდა ჭკუა, სახლში რაც რამე ძვირფასი იყო გასატეხი, ყველაფერს ბოლო მოუღო,თანაც დიდი წარმატებით,რომელიმე არაოფიციალური რეკორდი ექნება მოხსნილი, ლეწვა-მტვრევაში.

ასე შეხმატკბილებულად გაატარეს 5 წელი, მანამ სანამ მე გავჩნდებოდი. მამაჩემს ნელ-ნელა თმის რაოდენობა უმცირდებოდა, თუმცა ჯერ სად იყო…

მერე გავჩნდი მეც, თურმე ნუ იტყვით და დედიკოს ჩემგან გამოწვეული პრევენციული დარტყმები 4 დღე აწუხებდა, ბოლოს დამაჩქარებელით მაინცდამაინც 13 ნოემბერს, პარასკევს ღამე გავჩნდი.
TRUY
ჩემი დები მივლიდნენ, მიცვლიდნენ იმ დროინდელ სახვევებს, მბანდნენ გაყინულ წყალში, ხანაც სარწეველადან ვუვარდებოდი 😐 მერე რო ვიზრდებოდი წამომაყვედრებდნენ ხოლმე, ჩვენ გივლიდით და ჩვნ გაგზარდეთ შე ლაწირაკოო, მეც ჩუმი მადლიერებით სავსე თვალებით შევცქეროდი ხოლმე,სანამ სიმართლე გაირკვეოდა. 🙂

Copy of сканирование0009
სახლში გასაფუჭებელი რომ არაფერი დამიტოვეს, თვითრეალიზაცია მამაჩემის ”06”-ზე მოვახდინე, პატარა უბნის ბიჭ-ბუჭები შემომიყრია, და დისკო ფართი გაგვიმართავს ზედ მანქანის ”კაპოტზე”. დაადიოდა საწყალი მამაჩემი ერთი თვე დაკლაკნილი 4 ბორბლინი ჟეშტით. ჰო მერე კიდევ გჩნდა ერთი ქალბატონი ივეტა, მას მოჰყვა ირე. ნუ მათზე მერე დავწერ..

სიმფსონების ოჯახში ცხოვრობდნენ, დედა, მამა, 5 შვილი, ჩემი კოკო (ჩინური ქათამი), თევზები(ლუარსაბი და დარეჯანი) ზაზუნა (მირანდოლა) და პაპა.. მშვენიერი დრო იყო, წარულის გახსენება მიყვარს, რა აღარ გადაგვხდენია, მაგრამ მაინც თბილი და შეკრული ოჯახი გვაქვს და ამით ძალიან ვამაყობ.

მოკლედ დავუბრუნდეთ პოსტის შინაარს, ჩვენ წამოვიზარდეთ, სიმფსონების ოჯახი, ნელ-ნელა ”ტომი და ჯერის” გადასაღებ მოედანს დაემსგავსა, აბა როგორია დილის ცხრა საათზე საპირფარეშოსთან რიგი, სააბაზანოსთან რიგი, საუზმეზე წეწვა გლეჯვა, ტანისამოსზე ხომ აღარაფერს ვამბობ, ზოგი ბაღში მიდიოდა, ზოგი უნივერსიტეტში, ზოგს სკოლაში მიგვეჩქარებოდა და ზოგსაც სამსახურში. 9e7ea2b01705

მოკლედ ეხლა ვხვდები რა ნეტარებას განიცდიდა საწყალი დედაჩემი სახლში მარტო რომ რჩებოდა, ვიკინგების ნასუფრალს რომ ჰგავდა იმ მაგიდის ალაგებისა და შაჰ აბასის ნალაშქრს რომ ჰგავდა, იმ ოთახების დალაგების შემდეგ…
tangled_leader_box_office_3_5_12
უფროს დობას რაც შეეხება, ჩემი აზრი იმაში მდგომარეობდა რომ, უფროსი დები პარაზიტები იყვნენ, რომლებთან თანაარსებობა, ტანისამოსის და ნერვების გაფუჭებას მოითხოვდა, ან სადმე წასვლა თუ მოუნდებოდათ ჩემს ატორღიალებას, ან სულაც მზაკვრული იდეების განხორციელებას.

რომ ვცდებოდი, ამას დიდი ხნის მერე მივხვდი, მაშინ როცა ჩემი ლამაზი დები, სხვისი ცოლები გახდნენ, სხვა სახლში გადაცხოვრდნენ და სხვა ცხოვრება დაიწყეს. მოკლედ მაშინ როცა სიმფსონური ცხოვრება ცალკე განაგრძეს.

308918_247789228592818_1975082721_n

ესეც თამო და მისი მეუღლე. ხანდახან ისე ვეჭვიანობ სიძეებზე, ეს ვაჟბატონი სიძე ნამბერ ვან-ია, განუწყვეტლივ უფროსი ძმის როლს ასრულებს და ნერვებს ვუშლი შეძლებიდაგვარად.

339145_216225228432241_537377895_o

ეთოც თავის მეუღლითურთ, ორივე მაგარი კაცები არიან :*

ასეა, სიმფსონნური ცხოვრების ეტაპი გაიარეს და დღეს დიდი ქალები არიან, შვილები ჰყავთ, თავს და ოჯახს უვლიან. ერთ-ერთს ჩემი მოვლაც უწევს (თავისი ორი შვიილი არ ეყოფოდა) მოკლედ ღმერთის დიდი მადლიერი ვარ, ერთი უფროსი ძმის ნაცვლად ორი უფროსი და რომ მყავს.

”უფალო შეუწყალე”

გაჩენის დღიდან დაგვძახიან ცოდვის შვილები,
პირველი ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა ნანადირევი,
განა არა მაქვს ალესილი დანის პირები,
განა ვერ ვხედავ და ამიტომ არ ვიბღვირები?

ჩემს სიძულვილში იხრჩობოდეს მინდა ყოველი,
ირანელია, არაბი თუ იაღოველი,
ცრემლი დაუშრა, თუმც დედაა შვილის მგლოველი,
აბა მე თქვენგან კარგს, ამის მერე რაღას მოველი?

ჭეშმარიტების გზას აცდენილნი დაიარებით,
ალაჰს შეჰღადით და ჩადრები გადგხურიათ,
ჩვენ კი დავდივართ მამა-პაპანის ნაიარევით,
ჩვენი სიკვდილი თქვენთვის უკვე სამსახურია,

ის გავიწყდებათ, რომ შემოქმედი ქვეყნად ერთია,
არ განსხვავდება ერქვას თუნდაც ალაჰი, ბუდა,
შვილებს გვიხოცავთ და ეს თქვენთვის სულერთია,
თქვენს მძაღ სულებში სატანამ ჩაიბუდა,

და ეს ქვეყანა სადაც გარშემო მხოლოდ მტერია,
სადაც წმინდანებს ულოციათ და სცემდნენ ბალთას,
სადაც ნასროლი ბომბი ან ტყვია, უკვე მტვერია,
რადან უფალი ყოველწამს აფარებს კალთას..

დაზღვევა

მე ერთი სიცოცხლე ვარ!

მე ერთი სიცოცხლე ვარ!

შენ, ჩემი ექიმი ხარ და ყველაფერს აკეთებ, რომ სიკვდილს ჩემი სიცოცხლე გამოსტაცო ხელიდან…

იბრძვი რომ, ჯამრთელი თუ არა, ცოცხალი მაინც დავიბადო. მე შენს სიკეთეს მუცლადმყოფი ვგრძნობ და მადლობის ნიშნად გიღიმი. Read More…