ერთგული მკითხველი და ინსპირაცია ახალი პოსტისთვის

ჩემი ბოლო პოსტი წავიკითხე და ძალიან შევწუხდი.

რა წუწუნა ადამიანი ვიყავი, ასეა მანამ სანამ არ ადგები და არ გადაწყვეტთ, რომ ხვალინდელი დღე ოცნებაა, გუშინდელი წარსული, რპმ ცვლილებები, იწყება დღეიდან!

ის პოსტი გრძელდება ასე:

1) იანვარი დაიწყო კორონას კრიზისით.

2) დაიწყო ბანკის ყადაღითა და ბევრი უსიამოვნებებით.

3) ოჯახი დამიდგა გვერდში ფინანსურად და დავიწყე ახალი ბიზნესი.

4) დავკეტე ძველი ვალები

5) ბინა ვაჩუქე მამიკოს.

6) ახალი ბიზნესი განვითარების გზაზეა.

7) დავიკელი 8 კილო.

8) ვდგები დილის 5საათზე

9) პრიორიტეტები გადავალაგ გადმოვალაგე, ბევრად უფრო თავდაჯერებული გავხდი.

10) დანარჩენ Vს 2021 წელში დავსვამ.

11) გადავედით უფრო იაფფასიან სახლში, რაც მეტ თანხას დამაზოგინებს წელწადში.

12) ირგვლივ ყველა პანიკაშია, მე კი ვგრძნობ როგორ ვუახლოვდები ჩემს მიზნებს.

მჯერა, რომ ცხოვრებაში ერთხელ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ან ვაგრძელებთ ბრძოლას, სისხლის ბოლო წვეთამდე, ან მივდივართ ბრძოლის ველიდან ლაჩრულად, შენს ოცნებებს ახდენას, სხვას უტოვებთ უპირატესობას, ან ვიყენებთ ყველანაირ შესაძლებლობებს, ნებისმიერს!

ცხოვრება მიყვარს, ჩემი ოჯახიც, ჩემი მიღწევებიც და ჩემი მისაღწევი მიზნებიც, რომლის განხორციელების სტრატეგიაც, მისი სისრულეში მოყვანა, უბრალოდ სიამოვნებას მანიჭებს.

ჩემი შეცდომებიც მიყვარს, რომლებიც მრავლადაა, მე ხომ 22 წლიდან ვცდილობ წარმატების მოღწევას, იმ ლეველს ვერ მივაღწიე ჯერ, მაგრამ ვიცი რომ ეს დროის ამბავია მხოლოდ.

ჩემი შეცდომები ყველაზე მეტად მიყვარს, რომ არა ისინი, არ ვიცი რა იქნებოდა!

ყველას კარგ დღეს გისურვებთ.

თუ ამოგივიდათ ყელში ერთფეროვნება, უბრალოდ მიიღეთ გადაწყვეტილება, დაგეგმეთ სტრატეგია, დაიხმარეთ ახლობლები, მიყევით გზას, თქვენ აუცილებლად გამოგივათ!

#ბედნიერი #ბებე🥰

2019 წელი ჩაიწერება საუკუნის უდამპლურეს წლად ჩემს ცხოვრებაში

წლის დასაწყისში ჩავვარდი უდიდეს ვალში, რომლიდანაც გამოძრომას დღემდე ვცდილობ

ასევე წლის დასაწყისში, ბოიფრენდმა ორჯერ უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა.

მერე იყო მისი უმუშევრობა და ყოველდღიური სირთულეები.

მერე ბევრი რამ იყო ცუდი…

მერე უცებ დავორსულდი და ბავშვიც მომეშალა.

მერე სამსახურში დაუსრულებელი კამათი მამასთან და ბიზნესის მართვის პრობლემები.

ჩემს კისერზე დაახლოებით 250K დოლარის ვალია, მამაჩემი კი კეთილშობილი ადამიანი, სავეწკი დროის ბიზნესმენი, მერე მოიტანე, ფულს გასესხებ და ღლეობები.

მეკიდე ამჩხლი ისტერიჩკა .

სამსახურში დროის 80% ვატარებ.

ერთი პლიუსი მაქვს მე უბედურს, ძილს ბოლომდე ვისრულებ!

კიდევ დამხმარე ქალი მყავს რომელიც სახლს მილაგებს და საჭმელს მიკეთებს.

შაბათობით სახლში ვზივარ და ვაანალიზებ რა მჭირდება წარმატებისთვის. თან ვალაგებ ვგვი და ვაუთავებ 🤷‍♀️🤦‍♀️

ამ დროს ოჯახური კონფლიქტები.

სახლში, სამსახურში …💆‍♂️

ცხოვრება ძალიან დამღლელია, ისეთი ადამიანების გარშემო, რომლებსაც სულ მუდამ რაღაც უნდათ შენგან.♂️

მგონია რომ მარტო უკეთ ვიქნები .

მარტოდ მარტო ვმართო ბიზნესი, სახლი და პერსონალი.

ფული თითქმის არასდროს არ მაქვს, რადგან გამომუშავებული ჰონორარიდან 90% ვაბანდებ. არასწორ ადგილას, რადგან ეს გადაწყვეტილება ეკუთვნოდა მამაჩემს, და მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი, რომ ქმარს ახალი გაშორებული ვიყავი და არც მომავლისთვის მცხელოდა, არც არავისთვის.

ყველაზე საშინელი!!!

მოვიმატე 4 უსაშველო კილო, მეზარება დაკლება, ველოდები როდის დავიფერფლები რომ ავღსდგე და დავიწყო თავიდან

2019 წელი იყო უსაშინლესი, ჩემი ცხოვრების სადავეები სხვებს ეჭირათ ხელში, რობოტად ვიქეცი 2015 წლიდან.

მძულს ჩემი ცხოვრება და განსაკუთრებით ადამიანები, დიდი სიამოვნებით დავასახიჩრებდი ყველა იმ არამაზადას, ვინც მამაჩემის კეთილ გულს ბოროტად იყენებს!

გადავწყვიტე ანჩხლი დედაკაცის როლში ვიყო, ადამიანები ჩავაგდო უხერხულ მდგომარეობაში, და საერთოდ გამერიდნონ, სანამ რამეს ისეთს მთხოვენ, რაც ჩემს ჯიბეს არ აწყობს.

დავიღალე კეთილი ფერიას როლში ყოფნით, რამე ახალი მჭირდება.

ახალი ლოგო, ახალი პრიორიტეტები,

მოკლედ სიახლეები,

2019 წელიც მალე გააჯვავს და 2020 წელს უნდა ფორბსისგან მივიღო საჩუქარი,

მინდა წარმატებული და პოპულარული ვიყო, არ მაქვს სახლში ფუსფუსის იმტერესი, არც ბავშვის გაჩენის სურვილი.

ოჯახი და შვილი, ეს არის მაკრო ფინანსური მახე, რომელიც არანაირ პროცემტს არ გაძლევს !

თან დღევანდელი თაობა, ისეთი დამთხვეულებისაა, სრულიად შოკია საიდან მოდიან, ან სად იზრდებიან.

2020 წელს, მე დავსვავ ყველა V

მაშ ასე:

1) ვხსნი @%%^#*&# საიდუმლოა

2) მერე 4 ფილიალს დასაწყისისთვის

3) ვიღებ პრავას

4)ვყიდულობ მანქანას წითელი სალონით

5) დავიწყებ წონაში კლებით

6)ვშოულობ პირველ მილიონს

7)ჩემი წლიური შემოსავალი უნდა აღემატებოდეს 5 მილიონ შეკელს

8) ვქმნი ჩემი სახელობის ფონდს, სადაც ყოველთვიურად გადაირიცხება მოგების 10 % და მოხმარდება უსახლკაროებს და მიუსაფარ ცხოველებს, ისრაელში საქართველოში უკრაინაში და ა.შ

ვისაც არ გჯერავთ ნაბლიუდაიწე 🥂

დედებს აღარ უნდათ დედობა,
შვილებს გაეყინათ სული,
ურჩევნიათ გარეთ ყბედობა,
რათა შვილებს არ ატკინონ გული,

რეისი ისრაელი – თბილისი

წარმოვიდგენ რომ წყლისქვეშა ხომალდში ვარ, ბორტზე კი მოვხვდი ქართველების გარემოცცაში, შევარჩიოთ სავარაუდო სახელები, და ავღწეროთ კომედი ქლაბი. ჩემს წინ, ზის მაღალი, როხ-როხა, მოკაუჭებულ ცხვირიანი, ახალგაზრდა ჯეელი, თავზე შავი “კეპკა” აფარია, “აჩკიც” რომ ეკეთოს ვიტყოდი ქუთაისელია თქო, მაგრამ არა, თბილისელი ელგუჯაა, ხეპრე ტიპი რა.. ჯერ, ბორტ გამცილებლები შეაწუხა, თუ რამის დაწერა მონებდა პრინცს, თუ მოშარდვა, ნუ ზე კლასის, შემაწუხებელი პარაზიტი მოკლედ..

მის გვერდით ერთიც, ჩუმად შეყუჟულა, აწითლებული თვალებით იყურება და ბუსავით ატრიალებს აქეთ-იქით. თემური ერქმევა უეჭველი, ან ბონდოია.

ჩემგან ხელ მარჯვნივ ზის, გაფსიხებული კახელი, დაუკვირდით, გაფსიხებული და თან კახელი, დედის ტრაკი აგინა, აიფონის სრულ სერიას, მათ დამპროექტებელს და შემძენისაცო 🤗

ანუ თვითგინებისა და კრიტიკის სრულიად ახალი კულტურა ჩამოაყალიბა კახურად! ტელეფონის ეკრანს იმდენი ურახუნა, ალბათ რუსულ ბარაბანს თუ მოხვდებოდა ამდენი, უეჭველად გატეხა, რადგან იყუჩა ამ ავად სახსენებელი დარტყმის შემდეგ! მოკლედ, ჩემი ადგილის ნომერია 29F, ანუ ახლოს ვზივარ, საპირფარეშოსთან, რომელშიც მწვანესვიტრიანი, ბომბორა და წითუტი შევიდა და აღარ დაბრუნებულა, ალბათ თავი ჩამოიხრჩო, რადგან ერთი საათია იქ გაიჭედა, მე კი შარდის ბუშტი გასკდომაზე მაქვს!😓

ერთი ბორტ გამცილებელი ძალიან სიმპატიურია, და როგორ გავიცნო არ ვიცი 😦 ლამაზი ნაკვთები აქვს? მაგრამ ბავშვურია, იმით თუ ვიმსჯელებთ, რომ 4 წელია აქ მუშაობს, მინიმუმ 24 წლის ან ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლებისაა(( ბორტის მეფედ ირაკლი ავირჩიე, პრინცესად კი ჯერ ვერ მოვიფიქრე… მოკლედ მოვითავე ეს ოხერი, რა კარგია, ნამდვილი შვებაა და სამოთხეც! ერთი კითხვა მაქვს ეკიპაჟის წევრებო, რანაირად უნდა ვფსავდე და თან რანაირად უნდა ვრეცხავდე წყალს, ერთდროულად? ხომ ვერ მეტყვით? გაგაგიჟებს ეს ხალხი, ხარხარი ამიტყდა, ალბათ ჩემს პრინს, გიჟი ვგონივარ… უკვე საათი და 15 წუთია ვფრინავვვ მალე ჩავალთ აწი უკვე…

მამიდუკა! ❤

ბავშვობა?! ის კომერციული რეკლამასავითაა, რომელიც ყოველ წამს გახსენებს თავს, შემდეგ კი ქრება.. როგორ წესი, შემოიდება კადრთა ფირი თაროებზე და მის მოგონებებს მტვრის სქელი ფენაც დაფარავს.. და შენ? გაიზრდები, მიატოვებ მშობლიურ კერას, წარმატებების შენს მწვერვალებს დაიპყრობ, სადმე უმწეობის უღელტეხილსაც წააწყდები და მარტოსულს, ცრემლიც კი წაგსკდება.. შემდეგ წამოდგები და ხვდები რომ უკვე შეიცვალე და ისე აღარ გაშინებს მარტოობა, თუ პასუხისმგებლობა, არც წინაღობებს შეუდრკები, ისე ადვილად, მიზნისკენ მიმავალ გზაზე! ხვდები რომ ტკივილი ეს ფარდობითი მცნებაა, რომ კამათს აღარ საჭიროებს შენი ხედვები, რომ ახსნაში ენერგიას აღარ უნდა ხარჯავდე, რომ სუნთქვა და გულის ცემაა ცოცხალთა პრივილეგია და სხვა მატერიალური მხოლოდ დამატებითი პლიუსი…

უცებ, ცხოვრებისეული ქარიშხალი, ჩაიქროლებს ბავშვობაში, ჰო ბავშვობაში ფიქრებსა და გონებას არევს და ეშმაკივით შემოგიჩნდება..

* * *

სამარშრუტო ტაქსმა ოდნავ მოშორებით გააჩერა მანქანა, უხერხული ტემბრით მითხრა მოვაბრუნებო, მეც რა თქმა უნდა მივხვდი ეს იყო, მოჩვენებით თავაზიანობა, ასეთივე თავაზიანობით ვიუარე და რატომღაც, დიდი ბედნიერებით დავთანხმდი, ფეხით გავლის პერსპექტივას.

დოდო, ლამაზი ქალბატონია, ხისტი და მოძრავი, ის ვერც ბოროტმა ენებმა მოდრიკეს, ვერც ბოღმიანმა ნათესავებმა იმსხვერპლეს..

ძლიერი და უდრეკი მამიდუკა დამხვდა ისევ ისეთ ტოპზე, რიგორც სჩვევიათ, რკინის ხასიათის მქონე, XX საუკუნის ქალბატონებს.. ისე ვეღარ მომეხვეოდა როგორც ადრე, ვერც მე ჩავიხუტებდი ისე, როგორც ბავშვობაში ვეკიდებოდი კისერზე, მაგრამ ჩაკვრისას ერთი-ორი მალა, საეჭვოდ გატკაცუნდა:)) თვალებში სევდა ჩასდგომია, რაც თავისთავად მოასწავებს ახალ ამბებს..

აქ ისევ ის სუნია, სიცივისა და სიმყუდროვის.

გრძელ ბეტონის მოპირკეთებულ დერეფანს ჩაივლი და უცებ აღმოჩნდებით, ახლად გარემონტებულ მისაღებში, მოდერნიზებულ და მკაცრად დაცულ კლასიკურ სტილში.. აქედან რამოდენიმე მეტრში კი, მთავარი შესავლელი რკინის მაღალი კარია, ეს მოაჯირები, მე და ანცუ ზედ მაიმუნებივით რომ ვეკიდეთ და არაფერი გვედარდებოდა, ცის კამარაზე, მხოლოდ მარსელა (ბოქსიორის ჯიშის) და მისი ნაყინით გამოკვება იყო ჩვენი საზრუნავი… ზაფხული მიყვარდა, მამიკო ჩამისვავდა “07” მარკის ავტომობილში და დოდოს მიაბარებდა ჩემს თავს, რამოდენიმე თვით.

ერთხელ ამ კიბეზე ჩემი ბომბორა ნომერი 2-ე და დაგორდა, ერთმანეთზე გამიჯნული სახლები კი ორი დღე ზანზარებდა :)))

რა თქმა უნდა ჩემი მოხერხებული დაიკო, დიდი ძალისხმევით ცდილობდა, გასატეხი ნივთების რაოდენობა, ერთი ორად შეემცირებინა, სხვათაშორის დიდი წარმატებით აღწევდა მიზანს 😀

აქ გაიზარდა სანჩო, ქერა ლამაზი კულულებით, იყო ერთი ყიჟინა და ბედნიერება.. იყო სევდიანი წლებიც, ყველაფერიც იყო, მთავარია რა შემორჩა იმ ტკბილ წარსულს? ვაი რომ მხოლოდ კედლები..

მოზაიკურმა ფირფიტებმა, ბავშვობის ბევრი მოგონება ჩაიტოვეს…

სუნთქვა შეკრული ვუყურებ ჩემს განვლილ გზას, ვხვდები რომ ეს გაფრენილი წლები კი არ მაშორებს ბავშვობასთან, არამედ პირიქით…..

ყველაფერი ისევ ისე, ზედმიწევნით იდეალურადაა შემონახული, აქ არაფერი იცვლება, ყოველ წელს კი ორმაგად ვაფასებ მას.

Read More…

ნოა

ეს ფისოა ნოა, მე მინდოდა მისთვის სახლი და თბილი კერა მეჩუქებინა, ის კი გაიქცა, შეეშინდა.. შეეეშინდა რადგან არ იცოდა სად მინდოდა მისი წაყვანა… ზუსტად ისე გაიქცა, როგორც მე გავექეცი სამის!

(ბიჭი რომელმაც გადაწყვიტა ოჯახის შექმნა, მერე კი ბებებ ყველაფერი გააკეთა, რომ გადაეფიქრებინა და რა თქმა უნდა საქმე გააფუჭა, ეხლა კი ზის და წკმუტუნებს, რადგან ენატრება) 🙂 ❤

ეხლა მე ვზივარ თბილად, ნოა კი გარეთ, ალბათ ხეებს აფარებს თავს, რომ წვიმამ არ შთანთქოს მისი პატარა სხეული, ან ქარმა.. მე მასზე ვფიქრობ და ვერ გამიგია, თუ შესაძლებელია რაიმეს შეცვლა?!

რაიმეს არ ცოდნა, გვაშვებინებს შეცდომებს მერე კი უძიროდ მონატრება და ფიქრები გვამცნობს, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.

ჩემო ნოა, როგორ მგავხარ პაწიავ?  ჩვენ ორივეს შეგვეშინდა, ახალი სახლის, ახალი ადამიანების, და გავიქეცით. თუ შენ ისევ ნანობ, მე მაინც მოვალ შენთან, სამისგან განსხვავებით, ვერ შევეპუები შენს სამჯერად უარს, მაინც წამოგიყვან ჩემთან! 😛

ამით კი დავასრულებ, შემოვხაზავ წრეს და ცხოვრება გაგრძელდება.. რიტმებს დავითვლი, მუსიკის ტიტრებს ავყვები და დავივიწყებ, ცხოვრება ახლებურად დაიწყება, მე, ჩუმი სევდიანი ფიქრები ტვინს გამომილაყებს. ამასობაში კი გაივლის ეს წელიც და ახალი იმედები და მიზნები ცხოვრებას მოიცვავს…

                                           მე

                                          შენ

და ჩვენზე ფიქრები მუსიკის ფონზე…

something will stay…

გამოსამშვიდებებელი წერილი “გრძელფეხება მამილოს”

ხოდა, ასე შემოიპარება ზამთრის ცივი დღეები, ჩუმად და ფეხაკრეფით, თითქოს არც არასდროს დასდგომია, ზაფხულის ცხელი დღეები ქალაქს.. 

ყოველი სახლის კარი, საინტერესო ისტორიებით სავსე ყუთს ჰგავს, რომელსაც მნახველები ზედაპირულად ხედავენ, გულში ვის რა ცეცხლი წვავს, სინამდვილეში ვერ გაიგებ.
ჩემს პირად ბლოგზე გადავწყვიტე წუწუნ ფართი მოვაწყო, რადგან ამით მინდა გამოვემშვიდობო, ცხოვრების თანამგზავრ პერსონაჟს, “გრძელფეხება მამილო” რომ შევარქვი, თუმცა ის აჩრდილივით კი გაქრა, მაგრამ მაინც…
ეს ისტორია ბევრ პატარ-პატარა და დიდ ისტორიებს მოიცავს, ბევრ ცუდს და ცოტა კარგსაც, რომელსაც რატომღაც სულ ცუდი ცვლიდა.. 

მე მისი სითბო და ალერსი არასდროს მაკლდა, ჩემთვის მინიმუმ, მაქსიმუმს აკეთებდა, ბევრს არც არასდროს ვითხოვდი.. რთულ ხასიათს ეგუებოდა ჩემსას და თითქოს არ მებრძოდა.. ის სულ ჩემთვის იყო, მეც სულ მისთვის ვიყავი.

  • ჩვენ ვწერდით ცხოვრების წიგნს, ვიცვლებოდით და ვიზრდებოდით ერთად, წიგნი კი დასასრულს მიუხლოვდა.. ჰოდა აი ისიც, ჩვენებური happy end Pavel..

h
ისეთი შეგრძნება მქონდა მასთან, თითქოს ის ჩემში გასხეულდა, ჩემი ნაწილი იყო, სულის ნატეხი, რომელიც მაძლიერებდა და გვერდში მედგა.. მისი ჩახუტების სითბო, ან სიძლიერე უკვე აღარ მახსოვს, თუმცა შეგრძნება, რომელიც მას თან დასდევდა? სულ ჩემთან დარჩება.. .

მე ბევრს ვუნდოდი, მე აგირჩიე შენ.. სუფთა გულის, სუფთა სხეულის, პერსონა, რომელმაც მასწავლა, რომ თან არავის, არასდროს უნდა გადაჰყვე, მიყვარს, ჰო მიყვარს მისი გახსენება, მასთან ერთად გატარებული და გამოვლილი რთული და გრძელი წლები, ერთ რამეში ვერ დაგიდექი და უმალ მაქციე ზურგი…

ჩვენ ვსუნთქავდით ერთ ჰაერს, გვეძინა გვერდიგვერდ, 80 სანტიმეტრის სიგანეზე, ძილის დროს, ხელით გეჭირე, რომ იატაკზე, არ გამედინა ზღართანი 🙂 პაველ, ეს ჩემგან, შენთვის ბოლო წერილია, ამ წერილით კი, წრეს შემოვხაზავ, და დავასრულებ სამუდამოდ..

შენს გვერდით ძილი, დიდი ბედნიერება იყო, გაღვიძებაც, ფილმიც კი უფრო საინტერესო ხდებოდა.. 

შენი ნაჩუქარი საჩუქრები, შენი ღიმილი ჩემი დანახვისას, შენი წერილებიც, რომელსაც, მოგონებების ყუთში,მანამ შევინახავ, სანამ თავისით დამეკარგება, რადგან მე მენანება გადაყრა :))

შემდეგ ჩვენ ვიქორწინეთ, დიდი ბედოვლათი არასდროს ყოფილხარ, ეს იყო მოკრძალებული ქორწილი, უფრო მართებულია სიტყვა კარიკატურა, სადაც იყავი მარტო, გარს სულ ჩემიანები გვეხვივნენ, ყველამ შეგიყვარა და მიგიღო, საკუთარმა მშობლებმა კი არა .. 

ქორწინებიდან ერთ კვირაში, ეს მეილი მივიღე. 

ალბათ როგორ გტკიოდა გული, რომ შენებმა არც კი იკადრეს, ან მოლოცვა, ან ჩამოსვლა თავის დროზე.. იცოდი რომ ვძულდი მათ, შენ მაინც გაცურე მდინარის საწინააღმდეგოდ.. 

მარტო იყავი, თუმცა მე გყავდი, ანუ ყველა გყავდა და ყველაფერიც გქონდა..

განგებამ ქორწინებამდე დაიწყო ჩემი გაფრთხილება, საგანგაშო სირენები არ ჩართულა, იყო მთელი რიგი უსიამოვნებები, მაგ: ჯერ თვითმფრინავზე დავაგვიანეთ, მერე ჩემი ბარგი ჩამოვიდა დაგვიანებით, ქორწილის დღეს დაუგეგმავი თოვლი, დაგვიანებული ვიზაჟისტი, გაფსიხებული ვიღაც ვაკელი კეკელკა, რომელმაც სალონში ისეთი კორიანტელი დააყენა, თავი ბეონსე ეგონა.. სალონში რა დროც იყო დაყუდებული, იმის მეათედი რომ ოფთალმოლოგთან გაეტარებინა, კოსმოსს გაუხარდებოდა.

აღმოჩენილი ახალი ამბავი, რომ თურმე საქართველოს მოქმედი მოქალაქე ვარ

( ქორწილი არ შედგებოდა, ქართული პირადობის მოწმობის გარეშე, რომელიც არ მქონდა, რადგან არ არსებობდა) მე წამოვედი როგორც ისრაელის მოქალაქე..

ქორწინების სახლში, ალბათ ერთადერთი პატარძალი ვიყავი, აჭრელებული სახით და დერეფნებში მგლოვიარე, რა თქმა უნდა სამეგობრო წრემ, ზუსტად ერთ საათში დაბეჭდა ჩემი აიდი ბარათი და შედგა ეს ნანატრი ქორწინებაც, შემდეგ პურმარილი და ა.შ…

ჩვენ ჩამოვედით ისრაელში თებერვლის 17-ში, იმ იმედით რომ აპრილის თვის დასაწყისში დაპირებულ ნაქირავებში შევბარგდებოდით, მაგრამ ნურას უკაცრავად, ბინაც მოსაძებნი გაგვიხდა, რადგან დაპირებულ ბინაში, ყოფილა ცენტრალური მილები დაზიანებული, რომლის შეკეთებასაც დასჭირდებოდა ნახევარი წელი.. 

ბინა ვიპოვეთ, ახლა ეს ქორწინების მოწმობა უნდა დაგვერეგისტრირებინა, ისრაელის ტერიტორიაზე, აქაური კანონმდებლობით, რომელიც წესით 3 კვირის შუალედში უნდა ჩამოსულიყო და არ ჩამოვიდა.. არც აქ დაიკვეხნა ბედმა, მითხრეს, რომ ეს მოწმობა დაიკარგა და ხელმეორედ გამოსაგზავნად, მინდობილობა იყო საჭირო… ანუ კიდევ გაიწელებოდა დროში ქორწინების მოწმობის ჩამოსვლა..ასეც მოხდა..

მივხვდი რომ ბედი ცდილობს, რაღაცას მიმახვედროს, მე კი მას ყურს არ ვუგდებ, როგორც კი გამიელვა გულში, რომ მე და პაველი ერთად ვერ ვიქნებოდით დიდ ხანს, მაშინვე ჩადგა ყველაფერი კალაპოტში, რა თქმა უნდა ქორწინება არ დავარეგისტრირებინე ისრაელში, ვამჯობინეთ მოცდა.. და ჰოი საოცრებავ! 
ზუსტად ერთი თვე ვიცხოვრე სრულ იდილიაში მეუღლესთან, პაველი უფრო შემიყვარდა, მისი სუნთქვა ახლად ჩამესმოდა, მისი სითბო და სხეული, უფრო მხურვალე იყო და მისი ალერსიც უფრო ტკბილი გახდა.. ბევრი ვერაფერი მივასწარით..

ბათუმელი მაიკო, მეორე კრუგზე წავიდა და გავათხოვეთ, ამ საღამოს მაგრად გავერთეთ პუპ❤

David Intercontinental-მა უფასო სუიტა დაგვითმო 😈❤❤

ნინას ჩიხუახუას ლეკვი ❤

ჯეიმს ბონდის აგენტობაზეც არ გვითქვვამს უარი 😈😆

ჩვენ გადავარჩინეთ ჩიკო, ეს სახლი შენიც იყო და ვიცი გულზე არ გეხატებოდა, მომაკვდავი ჩიტის სახლში ატანა 😛

ჯორჯი გიყვარდა ძალიან, ის ზუსტად ის აუტანელი პატარა მუტანტი კნუტი, რომელიც ბებემ სახლში აიყვანა, ისევე შეგიყვარდა, როგორც მე, იქნებ უფრო მეტადაც?:)) რადგან როდესაც ახალ სახლში ჯორჯი გადმოვიყვანეთ დაგვემალა, და სიმწრისგან ლამის ტიროდი..

ყველაფრის მიუხედავად, არასდროს დაგიტოვებიცარ, ერთი ალერსიანი კოცნის გარეშე, მანამ, სანამ …. არ დამადგა თავზე გველეშაპი დედიკო.. რომელსაც ასე ვძულდი. ჰოო და აქ აირია ჩვენი ლატვიურ-ქართული იდილია… 
რადგან ეს ქალი მარტო ვერაფერს გახდა ჩემს წინააღმდეგ, დამხმარე ძალად, საგანგებოდ მოიწვია პაველის ანტისემიტი მამიკო (სხვათაშორის ებრაელი)

ნუ რა თქმა უნდა ამ დუეტს ვერ გაუძლო ბებემ და სამივემ დატოვა ეს სახლი, ჩემი ქმრიანად, სადაც ახლა ვცხოვრობ, დაიკოსთან ერთად..

ამ ქალბატონმა, გაუნადგურა თავის შვილს ცხოვრება, თორეე რძალს მხოლოდ ის დაანახა, თუ რარიგ კარგი ყოფილა, მისივე ნაშიერის გარეშე ცხოვრება. (ეს ტყუილია, პაველისნაირი შეიძლება ვერ ვნახო, მხოლოდ მასზე უკეთესი)

ჩვენი ბოლო ფოტო….

კარგ გზებზე იარე პაველ, მინდა ბედნიერად იცხოვრო, მინდა შენი წილი ბედნიერება სხვა ქალში იპოვო, შენი ცუდი არასდროს გამახარებს, შენზე მხოლოდ კარგი და კეთილი გამეგოს, ვიცი ჩემი ცუდით, რა ბედნიერებით აღივსებით მთელი ოჯახი, ამიტომაც, ვარ ძალიან ბედნიერი, თქვენი გულის გასახეთქად 😙🤗 ან უბრალოდ იმიტომ რომ გამჩენმა სწორ გზაზე დამაყენა. და ეს გზა ყოველთვის ერთი იყო, უბრალოდ მე შენს ბილიკებს მივყვებოდი❤ მე შანსი მოგეცი, რომელიც შენ წაგართვა დედიკუნამ, ამის უფლება მიეცი, ე.ი. ღირსი არც ყოფილხარ ჩემი.. ანუ ყველაფერი სწორია  ❤

მხოლოდ ბედნიერება და სიხარული იყოს შენი თანმდები პაშ

პ.ს. აწ, უკვე ყოფილი ცოლი 😊

აღარ მომენატრები , მაგრამ დასამშვიდობებლად, ისევ შევიგრძნობდი შენს სურნელს პატარავ ❤

ნორა

ბებია არასდროს მყოლია, თუმცა მყავდა მამაჩემის მამის და, პაპიდა, მაგრამ მაინც ბებიად მოვიხსენიებ, რადგან ბაბუას და იყო…

მისი ცხოვრების მანძილს თუ განვვლით, შემდეგ კი, მოვბრუნდებით უკან და მოვალთ პირველ მაისამდე 2017 წლის, მიხვდებით მის საქციელს..

ამ ქალბატონმქ, 82 წელი განვლო ტანჯვაში, ის არ ნებდებოდა ბოროტ სამყაროს, იყო კეთილი ქალბატონი, რომელზეც აუგს ვერავინ იტყვის! ამბობდა, ცხოვრება იმდენს გამოგიგზავნის, რამდენსაც გაუძლებო! ის იყო ძლიერი ქალი.

მე ის მაგონდება როგორ ვუყვარდი და ამაყობდა ჩემით, ამბობდა ჩემნაირი ხარო, ძლიერიო, მე არ ვარ ძლიერი ნორა, მე შენს სიკვდილს, ვერ გავუძელი და ვერ შევეგუე, ვერ ვეგუები რომ სულს, სიმარტოვეში ღაფავდი, ვერც იმის წარმოდგენას, რაზე ფიქრობდი, სიკვდილის წამებში..  არ ვიცი როგორ გავუძლო იმის წარმოდგენას, რომ ჩემი იმედი არ გქონდა, ცხოვრების მძიმე წუთებში, რომ არ დამირეკე. შენ მოგკლეს, იმ ადამიანებმა, რომელთა იმედიც გქონდა.

სამუდამოდ შემძულდა შენი ოჯახი, შენი შვილები და შვილიშვილები, შენ ვინც მიყვარდი, დამტოვე და თან არც გამაფრთხილე, ისე! რატომ? შენზე ძალიან ნაწყენი ვარ, ძალიან! 😦

ეს ქალბატონი, ლამაზი და სათნო, ყოველთვის რეკავდა დახმარებისთვის, როცა ვინმეს უჭირდა, როცა თვითონ გახდა ავად, მხოლოდ შვილი მოაგონდა, შვილს კი 4 – 5 დღის მერე საკუთარი დედა! 😦

როგორ არ მძულდნენ? 

ვიმედოვნებ, იქ ხარ სადაც ანგელოზები არიან, ვიმედოვნებ რომ კარგად ხარ და გულს არ დავიწყვეტ რომ წახვედი, ნეტავ ვიცოდე რომ კარგად ხარ!

საშინელებაა ადამიანის დაკარგვა მაშინ როცა, ვერც ის უთხარი რომ გიყვარს, ვერც ის რომ გაპატიოს თუ აწყენინე რამე.. 😦
ყოველთვის ვიქნები ისეთი კეთილი როგორიც შენ, ოღონდ ყველასთან ვერა, შენ ყველა გიყვარდა ბე, აბსოლიტურად ყველა! შენი საზიზღარი ოჯახიც გიყვარდა, ჩემო ნორაჩკა, ამ ინტერნეტ სივრცეს არ გასცდება ეს წერილი, ფიქრებში კი მუდამ ხარ და იქნები… განისვენოს შენმა ტანჯულმა სულმა, მარადიულ სასუფეველში ღ-თან, ძალიან მიყვარხარ და მომენატრები ნორ, შენი მომღიმარი სახე ჩემი დანახვისას არასდროს დამავიწყდება, ვწუხვარ რომ ასე გემშვიდობები , უემოციოდ და შორიდან!❤:(

დარჩები გულში, და იმის კუნჭულაში, ჩემო საყვარელო ნორა!❤

შანსი

გქონიათ შეგრძნება, აი ეს საზიზღარი შეგრძნება, როდესაც გრძნობ, შენი ცხოვრების წერისას, კალამი სხვას უჭირავს? და ის სხვაც, ჯიუტად წერს, ის სხვა კინძავს სიტყვებს და ქმედებებს, ოცნებებს გიქარგავს, თბილი ქაშმირის სვიტერს გაცმევს, ოცნების სახლს გიშენებს და თოვლს გითბობს ტერფებთან… გარეთ ბუხარს ანთებს და სულს გიყინავს, არანორმალურ რამეებს სჩადის, შენ კი გარინდული შენს ფიქრებში, ცხოვრებას  ისე მიჰყვები, როგორც ტიტრები ფილმს… 

როდის ხვდებით რომ გაიზარდეთ? როცა დროის კარგვა გენანებათ! როდესაც არასწორე ადამიანთან, დროის კარგვა გენანება… და საერთოდ შენი თავი გენანება, ყველაფერი არასწორისთვის! 😦 თუმცა გაზრდა დაბრძენებას როდი ნიშნავს? ასაკის მატება არ ნიშნავს, რომ უფრო ბრძენი გახდი, ის უბრალოდ მიუთითებს, თუ რამდები წელი განვლე. 

როდესაც ადამიანებს ხვდებით, ადამიანებს რომლებიც არც თქვენს, არც თავის დროს არ აფასებენ, თქვენ კი გული გეწურებათ მათი მოთმინების უნარით, თუ ბავშვური სიჯიუტით! აქ კვდება პირველი ემოციების ტალღა და ჩერდები, კარგავ მას და მერე წლების შემდეგ ნანობ. 

“მე ეს არ მინდოდა მომხდარიყო” ფიქრობ ათობით წლების შემდეგ, თუმცაღა ხვდები, უკვე რაოდენ გვიანია, რამის შეცვლა. 

რჩევა: ნურასოდეს გადადგავთ ნაბიჯს, რომელზეც გული გწყდებათ. გახსოვდეთ რომ: You, only live once! 😣❤

შტორმი

ისე ვერაფერი წაგლეკავს, როგორც ემოციები. შეკავებული და ჩაკეტილი ემოციები, რომლებსაც ყოველდღიურად ებრძვი.