”ოპერა მაფიოზო”

თბილისში კიდევ ერთი ნისლიანი და უდაბური დღე მოსაღამოვდა, მე როგორც თავად ”მის პუნქტულობა”, ყველაფრის მოსწრებას ბოლო საათში ვცდილობ და როგორც ყოელთვის, აქაც ვაგვიანებ. ძლივს ვაი ვაგლახით გადმოვფორთხდი ტაქსიდან და ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერიტეტის შესასვლელთან ავიტუზე, ავირბინე კიბეები და ვიწრო კორიდორის გავლით, ჩემი ძველი მეგობრის, ილიაუნის თეატრის ეზოში აღმოვჩნდი… ხარბად შევისუნთქე გაზაფხულის გრილი საღამოს, სუნამოებით გაჟღენთილი ჰაერი და პირდაპირ დარბაზისკენ მივაშურე.
რა თქმა უნდა დააგვიანე რებეკა! ხო, სპექტაკლი დაწყებული დამხვდა, მაგრამ ამაზე მეტად სხვა რამ მადარდებდა, 5-ე რიგის 9 სკამამდე მისვლა არ გინდოდა? სანამ ხალხის გადასათელად მოვემზადე, დარბაზს თვალი გადავავლე, არა მარტო სტუდენტობა იყო იქ, არამედ თითქმის ყველა თაობის წარმომადგენელი, ცოტა გამიკვირდა კიდეც,მაგრამ…..

ოპერა მაფიოზო
ვასილ სტანილოვი, რეჟისორი გაბრიელ გოშაძე.

სიუჟეტი იტალიაში ვითარდება, სადაც ჯერ კიდევ მაფიოზური სამყარო ბატონობს, მათი თქმის არ იყოს, ”ვინც ბევრს ლაპარაკობს, ბევრი პრობლემა აქვს, და ვისაც ბევრი პრობლემა აქვს, შესაძლოა ვეღარ ილაპარაკოს”!

მოკლედ დაატყდებიან თავს იმდროინდელი მაფიოზები – ჯუზეპე და კარლიტო, საწყალ ანტონიოს, და საკუთარი მზაკვრული გეგმების განსახორვიელებლად, უკვეთავენ ოპერა ”კარმენს”.381582_483660945033235_1814868568_n
მისიის შესასრულებლად მხოლოდ 12 დღე ნახევარი. ყველამ იცის თუ ეს სპექტაკლი შედგა, იქ სასაკლაო მოეწყობა. ჯუზეპე ჩვეული სიდინჯით მიაბიჯებს კარისაკენ, უკან ფინიასავით ერთგული კარლიტო შესციცინებს ერთ ადგილას, და ამით მთავრდება სპექტაკლის შესავალი.
903939_451449498258646_1820981636_o
მერე იწყება მთავარი, ანტონიო ეხვევა ერთ დიდ და კომიკურ დავიდარაბაში, მოვლენები მაესტროს ირგვლივ ელვის სისწრაფით ვითარდება, იქ ცოლი გაექცევა, მერე თავისუფლებას დანატრებული ისევ უღელში ებმევა, მერე გაუგებრობების ლაბირინთს, ლამის არიადნეს ძაფიც კი ვეღარ შველის…

599175_480340698698593_1159298589_n

12 დღე, ფიქრში გალეული ღამეები, კომიკური სიტუაციების კორიანტელი, მზადების პროცესი, ყოფილი ცოლის მიერ გამართული ბალმასკარადები, ეჭვიანობა, აქა-იქ მსუბუქი სევდაც გადაგირბენს მაყურებელს, არაპროგნოზირებადი ჟანრის კანონები და ტაში მეგობრებო! კომედია მთავრდება, ტრიუმფალური მარცხი, მოულოდნელი გამარჯვება.
კარგად შერჩეული მსახიობების მიერ, აჩირაღდნებული სცენა, მქუხარე ტაში, ფეხზე წმომდგარი დარბაზი, უსაზღვროდ დადებითი ემოცია.

მაფიოზ

ყველას ვურჩევ თავად ჩაეშვას ამ ემოციის ზღვაში, დამიჯერეთ, არ ინანებთ… ! ♥

Advertisements

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: